“ქველმოქმედება ამერიკიდან”

<

generosity4georgia

   2 დეკემბერს, საქართველოს ქალთა ასოციაცია ესტუმრა ნინოწმინდის ბავშვთა სახლს, ჯავახეთში და მათ გადაეცათ ამერიკაში შეგროვებული ნივთები, რომლის ისტორიაც ასე იწყება:
2014 წლის მარტში, როდესაც ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი – მელანო დურმიშიძე, იმყოფებოდა ამერიკაში,გაცვლითი პროგრამით. სკოლის კლუბ FFA-სთან ერთად, მისი ინიციატივით გაკეთდა საქველმოქმედო პროექტი “Generosity for Georgia from the USA”, რომლის ფარგლებშიც   საბოლოოდ შეგროვდა 700 კილომდე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშო და წიგნი.

   პროექტის მიზანია ამერიკელი მოსწავლეების ინფორმირება საქართველოს შესახებ, ბავშვების ოკეანის სხვადასხვა მხრიდან და საქართველოში ბავშვთა სახლის დახმარება. ასევე, მოხდა წერილების გაცვლა ბავშვებს შორის, სადაც ისინი საუბრობენ თავიანთსურვილებზე, ყოველდღიურობასა და ქვეყნის ტრადიციებზე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პროექტის სისრულეში მოყვანის მიზეზით გაჩნდა სურვილიც, გაგვეკეთებინა ასოციაცია, რომლის მიზანიც სხვა ბევრ პროექტებთან ერთად იქნებოდა ქველმოქმედების რიგითი ჯარისკაცების გაერთიანება მთავარი გზავნილით- სიკეთე გადამდებია!

   პ.ს. განსაკუთრებული მადლობა სკოლის კლუბ FFA-ს, ყველას ვინც ერთი ნივთი მაინც შემოსწირა, ყველას ვინც დაგვეხმარა ტრანსპორტირებაში, ვაევიგა-ფრემონტის პოლიციის განყოფილებას, ფოტოგრაფ- დავით გიორგაძეს, ჟურნალისტსა და ოპერატორს – ქეთა ციცქიშვილს და ირაკლი ანდრიაშვილს, მძღოლს – გოგიტას და ყველას ვინც მხარს უჭერდა ამ პროექტს!